„საქართველოს ბიზნეს პალატამ“ და პალატის წევრმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს Public Private Dialogue Network-ის ფარგლებში ორგანიზებულ კვირეულში, რომელიც 21-25 მარტს თბილისში ჩატარდა. კვირეულს ესწრებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
PPD Network-ის კვირეული (ფოტო გალერეა)
მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
„საქართველოს ბიზნეს პალატამ“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიიის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის განათლების ფონდის (EFT) ორგანიზებით 22 მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ერთობლივ ღონისძიებაში, რომლის დროსაც „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში – 2016“, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიისა 2016 – 2020 წლებისთვის“ და 2016 -2017 წლებში აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო-ექსპერტული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს კვლევის 12 კომპონენტიდან 7-ში მოწინავე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის კი პირველ პოზიციაზე.
კვლევის თანახმად, საქართველომ განახორციელა ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის. მცირე და საშუალო ბიზნესის საინოვაციო პოლიტიკა და გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საკითხები). მიუხედავად საგარეო შოკებისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, მიმზიდველი ბიზნეს-გარემო და გამარტივებული რეგულაციები და პროცედურები. საქართველომ გააფართოვა მიდგომა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად და განახორციელა მიზნობრივი ღონისძიებები, მათ შორის:
შეიქმნა ორი ახალი ინსტიტუცია – მეწარმეობის განვითარების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოები, რომელთა მიზანია მეწარმეებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, ინოვაციების და ექსპორტის ხელშეწყობა და სხვა;
მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რიგ მაჩვენებლებში, მათ შორის: ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები;
2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია DCFTA, რომელიც წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ნორმების დანერგვას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მათ ჩაბმას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.
ერთობლივ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმის (2016 – 2017 წლებისათვის) პრეზენტაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ ბიზნესში დიდი წილი უკავია და ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50 პროცენტზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს კერძო სექტორში. რაც შეეხება საქართველოს, სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და ხელს უწყობს მისი კონკურენტუნარიობის ამაღლებას. მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
წინამდებარე სტრატეგიის, რომელიც ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტის „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First ) პრინციპს, მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სტრატეგიაში დასახულია მიზნები, რომელთა მიღწევა უნდა მოხდეს 2020 წლისთვის.
PPD Network-ის კვირეული თბილისში
„საქართველოს ბიზნეს პალატამ“ და პალატის წევრმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს Public Private Dialogue Network-ის ფარგლებში ორგანიზებულ კვირეულში, რომელიც 7-11 მარტს თბილისში ჩატარდა. კვირეულს ესწრებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.კვირეულის დროს, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ექსპერტი კრისტიან გესლი, ჩატარდა 2 მრგვალი მაგიდა და სამი სემინარი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებს გააცნეს ის საკომუნიკაციო მეთოდები, რომელიც კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ეფექტიანად წარმართვისთვის არის საჭირო.
გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი, საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმების შემუშავების მექანიზმები და მათი განხორციელების გზები. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო თემები ასევე შეეხებოდა იმ პრობლემურ საკითხებს რომელიც, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე საჯარო სექტორთან ურთიერთობის დროს დგას.
Public Private Dialogue Network პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით East Invest 2-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობას. დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები
2015 წლის 22 დეკემბერს , სასტუმროში „Radisson blu hotel” გაიმართება თბილისის მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - თავისუფალი ტრიბუნა. თემა: „საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები“.
ფორუმის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაცია
საქართველოს ბიზნეს პალატა
თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი „FEBI”
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის...