აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. გარდა საადვოკატო პრაქტიკისა მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მუშაობას შემდეგ თანამდებობებზე: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ,,ეი-ი-ეს თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსი, შპს ,,საქართველოს რკინიგზის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სს ,,მადნეულის’’ დირექტორი კორპორაციული მართვის საკითხებში და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს ,,ქართული ფილმი’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სს ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
აკაკი ჩარგეიშვილი არის საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური მრჩეველთა ჯგუფის წევრი.
იგი არის საგადასახადო ორგანოების რეფორმისათვის გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს და საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანაავტორი. აკაკი ჩარგეიშვილი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს ESM-თბილისში ბიზნეს სამართალში, არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.