PPD Network-ის კვირეული თბილისში

PPD Network-ის კვირეული თბილისში

1096945_671704116303041_6934365347654696294_o

12722210_10207189948899752_185029958_o

12841237_671699619636824_8255604636619849953_o

„საქართველოს ბიზნეს პალატამ“ და პალატის წევრმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს Public Private Dialogue Network-ის ფარგლებში ორგანიზებულ კვირეულში, რომელიც 7-11 მარტს თბილისში ჩატარდა. კვირეულს ესწრებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვირეულის დროს, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ექსპერტი კრისტიან გესლი, ჩატარდა 2 მრგვალი მაგიდა და სამი სემინარი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებს გააცნეს ის საკომუნიკაციო მეთოდები, რომელიც კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ეფექტიანად წარმართვისთვის არის საჭირო.

გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი, საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმების შემუშავების მექანიზმები და მათი განხორციელების გზები. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო თემები ასევე შეეხებოდა იმ პრობლემურ საკითხებს რომელიც, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე საჯარო სექტორთან ურთიერთობის დროს დგას.

Public Private Dialogue Network პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით East Invest 2-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობას. დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Share via: